სურათი შეიძლება შეიცავდეს: 1 ადამიანი, დგომასაქართველოს ნაკრებისა და ყაზანის „რუბინის“ ნახევარმცველი ხვიჩა კვარაცხელია, შესაძლოა, იტალიურ „ნაპოლიში“ აღმოჩნდეს.

მართალია ეს ჯერ მხოლოდ მოარული ამბავია, მაგრამ მთავარია, საქმე დაიძრა. როგორც ცნობილი ხდება, საუბარი ფინანსურ დეტალებზეა – „რუბინი“ 19 წლის ქართველ ფეხბურთელში 25 მილიონ ევროს ითხოვს. იტალიელებს კი თანხა ეძვირებათ და 5 მილიონით ნაკლების გადახდას ეშურებიან…

შეგახსენებთ, რომ „ნაპოლი“ მიმდინარე სერია A-ს 19 ტურის შემდეგ 34 წულით მე-6 ადგილზეა და ერთი მატჩი ტურინის „იუვენტუსთან“ აქვს გამოტოვებული. მწვრთნელად კი ჯენარო გატუზო ჰყავს.

ვნახოთ, გაგრძელება ალბათ იქნება…