ამერიკის კალათბურთის ფედერაციამ ტოკიოში გასამართი ზაფხულის ოლიმპიური თამაშებისთვის წინასწარი შემადგენლობა გამოაცხადა და აქედანვე ნათელი გახდა, რომ ამერიკელები მომავალი ოლიმპიადის უდავო ფავორიტები არიან.

„დრიმ თიმის“ გაფართოებულ შემადგენლობაში 60 კალათბურთელია. მათ შორის არიან „ლოს ანჯელეს ლეიკერსის“ ლიდერები – ლებრონ ჯეიმსი და ენტონი დევისი, „ბრუკლინ ნეთსის“ ვარსკვლავური სამეული – კაირი ირვინგი, კევინ დურანტი და ჯეიმს ჰარდენი, აგრეთვე სტეფ კარი „გოლდენ სტეიტიდან“, კრის პოლი „ფენიქსიდან“, დამიენ ლილარდი „პორტლენდიდან“, რასელ ვესტბრუკი „ვაშინგტონიდან“ და სხვები…

ცხადია, ეს შემადგენლობა გასაცხრილია. არავინ იცის რა ფორმაში იქნებიან კალათბურთელები ოლიმპიადისთვის. მეტიც, ჯერ საერთოდ საკითხავია ჩატარდება თუ არა ოლიმპიური თამაშები. თუ ყველაფერი დალაგდა, ამ ფორმაციის ამერიკის ნაკრების დამარცხება შეუძლებელი ჩანს…