ბერლინის „ჰერტამ“ მთავარ მწვრთნელ ბრუნო ლაბადიას კარისკენ მიუთითა.
მასთან ერთად დროებით უმუშევართა რიგებში გადაინაცვლა კლუბის სპორტულმა დირექტორმა მიხაელ პრეეცმა. მის ფუნქციებს დროებით არნე ფრიდრიხი შეასრულებს. გადაწყვეტილება შაბათის მატჩმა დააჩქარა, რომელშიც ბერლინელები „ვერდერთან“ 1:4 განადგურდნენ.
ბუნდესლიგის 18 ტურის შემდეგ „ჰერტას“ 17 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში მე-14 ადგილზეა.