საბჭოთა ხალხი 1980 წლისთვის კომუნიზმში იცხოვრებს.

2021 წლისთვის ქართული ფეხბურთი უნდა გახდეს მომგებიანი, შეინახოს საკუთარი თავი და სახელმწიფოს მოუტანოს შემოსავალი.

Letter: Nikita Khrushchev is cheering the Nov. 6 election result
1961, სკკპ ცკ-ის პირველი მდივანი ნიკიტა ხრუშჩოვი: საბჭოთა ხალხი 1980 წლისთვის კომუნიზმში იცხოვრებს

ამ ორი ციტატიდან პირველი 1961 წელს ითქვა, მეორე 2016-ში. ითქვა სხვადასხვა ხალხის მიერ, სხვადასხვა ადგილას და განსხვავებულ გარემოებებში. საერთო კი მათ ერთი რამ აქვთ: ორივე მოსაზრება, რბილად რომ ვთქვათ, მცდარი გამოდგა.

ადამიანებმა, რომლებიც 2015 წლიდან მართავენ ქართულ ფეხბურთს, თავის დროზე ზარზეიმით გვამცნეს, რომ იქმნებოდა ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდი, რომელშიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან, ანუ თქვენი ჯიბიდან, წელიწადში დახლოებით 50 მილიონი მობილიზდებოდა და შემდეგ კლუბებზე გადანაწილდებოდა.

პროგრამა 2016 წელს ამოქმედდა და 2020 წელს დასრულდა. შესაბამისად, ახლა, 2021 წლის დადგომისას, შედეგების დათვლის დროა. აკი, თავადვე გვითხრეს, კლუბების მომგებიანობაზე 2021 წელს დავილაპარაკოთო. მაგრამ დასათვლელიც რა არის?!

კორონავირუსის გავრცელების პრევენციის გამო, საქართველოს ფეხბურთის ფედერაცია საფეხბურთო მატჩებს აჩერებს - რა კეთდება
2016: 2021 წლისთვის ქართული ფეხბურთი უნდა გახდეს მომგებიანი, შეინახოს საკუთარი თავი და სახელმწიფოს მოუტანოს შემოსავალი

ქართული საკლუბო ფეხბურთი მომგებიანი რომ ვერ გახდა, საკუთარ თავს რომ ვერ ინახავს და ბიუჯეტს ფულს აქეთ ვერ უხდის, ეს უნდა ვამტკიცოთ?

თუმცა რაკი ფულს თვლა უყვარს და ამ წლებში, ნახსენები ფონდიდან ქართულ კლუბებს 211 მილიონი ლარი ეწყალობათ, მოდი შედეგების ამსახველ მაჩვენებელს – რეიტინგს შევხედოთ.

უეფას საკლუბო რეიტინგი ამ ორგანიზაციის საიტზეა წლების მიხედვით გამოქვეყნებული და ამ ლინკზე შეგიძლიათ გაეცნოთ: ASSOCIATION CLUB COEFFICIENTS

და თუ რეიტინგების ნახვისას აღმოაჩენთ, რომ 2020-21 წლების რეიტინგში საქართველო 43-ე ადგილზეა, არადა, სანამ ამ 211 მილიონს აითვისებდნენ 36-ე ადგილზე იყო, გაოცებისგან მხრებს ნუ აიჩეჩავთ. უთავბოლოდ გაფლანგულ საბიუჯეტო სახსრებს ეგეთი შედეგი მოაქვს.

რამე სხვას ელოდით?!