Pep Guardiola gives Kevin De Bruyne update ahead of Manchester derby„მანჩესტერ სიტის“ დამრიგებელმა ხოსეპ გვარდიოლამ დაადასტურა, რომ დაახლოებით თვენახევარი ვერ დაიხმარს კევინ დე ბრუინს. ერთ-ერთ წამყვან ნახევარცველს უსათუოდ მოუწევს „ლივერპულთან“ და „ტოტენჰემთან“ მატჩებისას უქმობა და დიდი შანსია, ვერც „არსენალთან“ დაპირისპირებისას ვიხილოთ.
„დღეს დილით ექიმმა დიაგნოზი დასვა. კევინს თეძოს უკანა ზედაპირის ტრავმა აქვს. დიდი დანაკლისია თუ არა? რა თქმა უნდა. უპრობლემო არავინაა, მაგრამ ამის მიუხედავად წინ უნდა ვიაროთ,” – განაცხადა გვარდიოლამ.