No description available.„ბარსელონას“ უარი ეთქვა აპელაციაზე, რომელიც ლეო მესის ორმატჩიან დისკვალიფიკაციას ეხებოდა.

არგენტინელმა უკვე გამოტოვა მატჩი „კორნელიასთან“ (2:0) და ამას გარდა, ლეო გამოტოვებს ჩემპიონატის მატჩს „ელჩესთან“. ამას გარდა,

„ბილბაოსთან“ (2:3) გაძევებისთვის მესი ჯარიმის სახით 600 ევროს გადაიხდის, „ბარსა“ კი 700 ევროს.

თანხა, ბუნებრივია, სასაცილოა, მაგრამ ისედაც პრობლემებით დახუნძლული გუნდისთვის მოედანზე ლიდერის გარეშე გასვლა სერიოზული რისკია.

შეგახსენებთ, რომ მესი „ბილბაოსთან“ მატჩში მეტოქეთა ფორვარდის ვილიალიბრეს უკნიდან კეფაში მუშტის ჩარტყმის გამო გააძევეს. ეს მისი პირველი გაძევება იყო „ბარსას“ მაისურით გამართულ 753 მატჩში.