უეფა მარტის დასაწყისში დაამტკიცებს, თუ სად ჩატარდება ევრო 2020, რომელსაც დასახელება დაუტოვეს, მიუხედავად იმისა, რომ 2021 წელს გაიმართება.
შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატის 12 სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარება კორონავირუსის პანდემიამდე კარგა ხნით ადრე დამტკიცდა. უეფას სურდა, რომ საფეხბურთო ზეიმი ბევრ ქვეყანას მიეღო.
ევრო-2020 ერთ ქვეყანაში? იკითხა ცნობილმა გერმანელმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ და დასძინა: „უეფას პრეზიდენტ ალექსანდერ ჩეფერინი ამ იდეას სერიოზულად განიხილავს. ვიცი, რომ ჩეფერინი ფიქრობს, ხომ არ სჯობს ტურნირის ერთ ქვეყანაში ჩატარება.“
შვეიცარიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა დომინიკ ბლანმაც კი „ცეცხლს ნავთი დაასხა“…
„დღეს ვერ წარმომიდგენია, როგორ უნდა ითამაშოს შვეიცარიამ ბაქოში. ავიღოთ ვარიანტები: ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლოს გერმანიამ ან რომელიმე ერთმა კონკრეტულმა ქვეყანამ. მეორე: კონკრეტულად ერთმა დიდმა ქალაქმა უმასპინძლოს ექვსივე ჯგუფის თამშებს (სულ 36-ს). ასეთი რამ შესაძლებელია ლონდონში და კიდევ რამდენიმე სხვა ქალაქში“.