მარსელო ემილიო ბუტრაგენიოს გაუთანაბრდა - 1TVმადრიდის „რეალის“ მცველმა მარსელომ კარიერა, შესაძლოა, საფრანგეთის ჩემპიონატში გააგრძელოს. 32 წლის ბრაზილიელით „მონაკო“ დაინტერესებულა.

სამთავროელები, თურმე, მზად არიან „სამეფო კლუბის“ მარცხენაფლანგელს სამწლიანი კონტრაქტი და სეზონში ჯამაგირად 6 მილიონი ევრო შესთავაზონ.

ამჟამად მარსელოს „რეალში“ წელიწადში 9 მილიონს უხდიან.

გამოცემა ასევე წერს, რომ მარსელოსთვის თვალი „იუვენტუსსაც“ დაუდგამს.

ბრაზილიელი მადრიდულ კლუბში 2007 წელს გადავიდა „ფლუმინენსედან“ 6,5 მილიონ ევროდ. მის კონტრაქტს კი ყავლი 2022 წლის ზაფხულში გასდის.