Ice Hockey World Championship mascot 2021 presented in Minsk — dzmitry on  Scorum2021 წლის მსოფლიო ჩემპიონატი ჰოკეიში მინსკსა და რიგაში 21 მაისიდან 6 ივნისის ჩათვლით უნდა გამართულიყო. თუმცა, ჰოკეის საერთაშორისო ფედერაციამ ბელარუსს მასპინძლობის უფლება ჩამოართვა. ტურნირის ჩატარების ადგილი მოგვიანებით დადგინდება.

საერთაშორისო ფედერაციამ ეს გადაწყვეტილება ბელარუსში არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარების გამო მიიღო. როგორც იცით, მინსკში მიტინგებია – ხალხი საპრეზიდენტო არჩევნების გაყალბებას აპროტესტებს. საერთაშორისო ფედერაციის აზრით, მინსკი ვერ შეძლებს გუნდების, მაყურებლებისა და ოფიციალური პირების დაცვის უზრუნველყოფას.

ეულად დარჩენილი რიგა გაიძახის, მსოფლიო ჩემპიონატს მარტოც ჩავატარებთო. ასევე მინსკის ნაცვლად მასპინძლობის სურვილი გამოთქვეს სლოვაკურმა ბრატისლავამ და დანიურმა ჰერნინგმა. ვნახოთ რა გადაწყვეტილება მიიღებს საერთაშორისო ფედერაცია.