ეგვიპტეში ხელბურთელთა მსოფლიო ჩემპიონატი მიმდინარეობს. ხალხი ვარკვლავების კარგ თამაშის მოლოდინში იყო, მაგრამ ჩემპიონატის მთავარი ვარსკვლავი კონგოს დემოკრატიული რესპუბლიკის ხელბურთელი ტიერი გოტიე მვუმბი გახდა.
არგენტინასთან მატჩი კონგოელებმა 22:28 წააგეს, ხოლო დანიასთან – 19:39. თუმცა, ყველას დაამახსოვრდა მვუმბის თამაში და წონა, რომელიც 130 კილოგრამს შეადგენს. მიუხედავად ჭარბი წონა – გაბარიტებისა, კონგოელმა ორივე მატჩში 4-4 გოლი გაიტანა.
დღეს კონგო ბაჰრეინს ეთამაშება და მვუმბი ახლა იქ ეცდება გოლების გატანას და აფრიკული ნაკრების შემდეგ ეტაპზე გაყვანას.