Chelsea boss Jose Mourinho: Don't talk to me about Man United star Angel Di  Maria - Daily Starდიდი შანსია, პსჟ-ს ნახევარმცველმა ანხელ დი მარიამ ზაფხულში ლონდონში გადაინაცვლოს. ყოველ შემთხვევაში, ამის დიდი სურვილი აქვს ჟოზე მოურინიოს, რომელიც 32 წლის შემტევ ნახევარმცველს ჯერ კიდევ მადრიდის „რეალიდან“ იცნობს და ბრმად ენდობა.

ტრანსფერის სასარგებლოდ ისიც მეტყველებს, რომ დი მარია ზაფხულში თავისუფალი აგენტი ხდება და მისი გადაბირება „ტოტენჰემის“ წუწურაქ ბოსებს ბევრი არ დაუჯდებათ.

ამ სეზონში ანხელ დი მარია მოედანზე სულ 20-ჯერ გავიდა და სამი გოლის გარდა შვიდი საგოლე პასიც მოინაგრა.