დიდი გაცვლა-გამოცვლა გაიჩარხა NBA-ში და ყველაზე მოგებული „ჰიუსტონ როკეტსი“ დარჩა. თუმცა, უფრო სამომავლოდ, რადგან გუნდმა ჯეიმს ჰარდენი გაუშვა და წლეულს ამბიციაც მოაკლდა. სამაგიეროდ, სამომავლოდ თითქმის ყველაფერი მიიღო…

تعاون معالجة تحفظا Brooklyn Nets - natural-soap-directory.org„ჰარდენის საქმით“ უკმაყოფილება მარტო„ფილადელფიამ“ გამოთქვა, რომლის ხელმძღვანელობა თვლის, რომ მათი მოლაპარაკებებში მონაწილეობა მოჩვენებითი იყო, რათა „ბრუკლინ ნეთს“ უფრო გამოსადეგი წინადადება მიეღო.

ფილადელფიელთა შეფასებით, „ჰიუსტონს“ ადრევე ჰქონდა გადაწყვეტილი ჰარდენის ბრუკლინში გაშვება, მაგრამ „ნეთსის“ შეთავაზებით ბოლომდე კმაყოფილი არ იყო. ამიტომაც ტეხასელებმა საქმეში კიდევ რამდენიმე გუნდი ჩართეს – მათ შორის „კლივლენდი“, „ინდიანა“ და „ფილადელფია“

საბოლოოდ „ჰიუსტონმა“ მიიღო: ვიქტორ ოლადიპო, დანტე ეკზამი, როდიონ კურუცი, დრაფტზე პირველი რაუნდის სამი პიქი (2022, 2024, 2026 წ.წ.) და პირველ რაუნდში 4 გაცვლის უფლება (2021, 2023, 2025, 2027 წ.წ.) „ბრუკლინისგან“, ასევე პირველი პიქი (2022 წ.) „მილუოკისგან“.

„ბრუკლინმა“ მიიღო ჯეიმს ჰარდენი, „ინდიანამ“ – კარის ლევერტი და მეორე რაუნდის პიქი, ხოლო „კლივლენდმა“ – ჯარეტ ალენი და ტორინ პრინსი.