„რაგბი ევროპის“ 2020 წლის ჩემპიონატის ბოლო ტურის მატჩი 7 თებერვალს გაიმართება – საქართველო თბილისში რუსეთს უმასპინძლებს.

მატჩის დაწყების ზუსტი დრო და ადგილი განისაზღვრება უახლოეს დღეებში.

შეგახსენებთ, რომ თამაში ბორჯღალოსნებსა  და „დათვებსა“ შორის უნდა ჩატარებულიყო 14 მარტს, შემდეგ 1 ნოემბერს, მაგრამ ორივეჯერ გადაიდო კორონავირუსის ეპიდემიის გავრცელების საშიშროების გამო.

 

No description available.