კლაას-იან ჰუნტელაარი: "ბაიერნს" ჩვენც შევუტევთ!გერმანულ „შალკეს“ საშინელი სეზონი აქვს და გამოსავალს ეძებს. ასეთ გამოსავლად კლუბის ხელმძღვანელობამ „აიაქსის“ 37 წლის ფორვარდი კლას-იან ჰუნტელაარი მიიჩნია.

თავის დროზე, „შალკემ“ „მილანიდან“ ჰუნტელაარის წასაყვანად14 მილიონი გადაიხადა. 2010-2017 წლებში ნიდერლანდელმა შემტევმა „შალკეს“ მაისური 240-ჯერ მოირგო, 126 გოლი გაიტანა და 35 შედეგიანი გადაცემა შეასრულა.

რაც შეეხება ვეტერანი ფორვარდის წლევანდელ მონაგარს, ერედივიზიონის 15 მატჩში 5 გოლი და ერთი საგოლე პასია… სეზონის ბოლოს ფორვარდს კონტრაქტი უმთავრდება და მშვიდად აპირებდა პენსიაზე გასვლას. გერმანელებმა კი ჩათვალეს, რომ ნიდერლანდელს შეუძლია, ბუნდესლიგიდან გავარდნისგან გადაარჩინოს. არადა, „მეშახტეების“ საქმე მართლაც ცუდადაა:

15 ტურის შემდეგ 7 ქულა და მე-17 ადგილი „შალკეს“ ისტორიას და ამბიციებს ლაფს ასხამს. გოლების სამარცხვინო შეფარდებაზე აღარც ღირს საუბარი – 7:39 (!). ეს ბალანსი ჰუნტელაარმა უნდა გამოასწოროს, რომელიც უკვე 14 მილიონი კი არა, სახუმარო 800 ათასი ევრო ღირს.

სხვათა შორის, წუხელ „აიაქსმა“ ძირითად დროს წამატებულ წუთებზე სწორედ ჰუნტელაარის დუბლით დაამარცხა „ტვენტე“ – 3:1