მაურისიო პოჩეტინომ მწვრთნელის კარიერა მეტად იღბლიანად განაგრძო. არგენტინელი „პარი სენ ჟერმენში” სულ სამი თამაშია რაც მივიდა და უკვე ჯილდო მოიგო — პარიზელებმა ლანსში მთავარი მოქიშპე, „მარსელი”, 2:1 დაამარცხეს და საფრანგეთის სუპერთასს დაეპატრონენ. არადა, როდესაც „ტოტენჰემ ჰოთსპურს” წვრთნიდა, პოჩეტინომ, რომელიც ახლა 48 წლისაა, ინგლისის ლიგის თასისა და ჩემპიონთა ლიგის ფინალები წააგო.
„მარსელთან” შეხვედრაში ანგარიში პსჟ-ს ახალი მწვრთნელის თანამემამულემ, მაურო იკარდიმ გახსნა. 85-ე წუთზე, მეორე გოლი ნეიმარმა პენალტით შეაგდო. „მარსელმა” კი მხოლოდ ეგრეთწოდებული პრესტიჟის გოლის გატანა შეძლო. მისი ავტორი გახლდათ დიმიტრი პაიე.
ბედის ირონიაა, რომ მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ საუკეთესო მწვრთნელად ცნობილ პოჩეტინოს აქამდე ტიტული არ ჰქონდა მოგებული, არადა, 12 წელია, რაც ამქარშია.
რას იძლევა ეს ინფორმაცია ვერ გეტყვით, მაგრამ დათვალეს, რომ პოჩეტინოს „სფურზში” 2003 დღე არაფერი მოეგო, პარიზში კი მე-12 დღესვე ტროფი აღმართა.
თასები თასებად, მაგრამ არგენტინელი 2017 წელს პრემიერლიგის ჩემპიონობასთანაც ახლოს იყო, თუმცა იმ სეზონში ტიტული „ჩელსის” ერგო.
ავტორის პროფილი
- "სარბიელის" ძველი ავტორია. იშვიათად ილია ბაბუნაშვილის ფსევდონიმითაც წერს. ხანდახან ცდილობს იხუმროს, მაგრამ უწყინარია.
უახლესი პოსტები
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 09:11თურმე ესპანელებს პირველი თამაში არ ეხერხებათ
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 08:00ინგლისის ნაკრები კანზასში გაქურდეს
აქეთურ-იქითური16/06/2026 | 06:55მსაჯი ევანსი რასისტია თუ უბრალოდ არ იცის რას აკეთებს?
აქეთურ-იქითური15/06/2026 | 08:52ბარკოლას პარი სენ ჟერმენისთვის გაშვება უთხოვია
