ყატარში დამთავრებულ მასტერსზე ქართველმა ძიუდოისტმა ტატო გრიგალაშვილმა გაიბრწყინა. ეს უყურადღებოდ არ დარჩენია ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციას და მასტერსის საუკეთესო ვაჟ ძიუდოისტად სწორედ ჩვენებური დაასახელა.

თუმცა, ეს არ იყო სუბიექტური გადაწყვეტილება – ძიუდოს მამებმა იხელმძღვანელეს სპორტსმენთა მიერ დაფიქსირებული შედეგით, იპონების რაოდენობითა და ტატამზე გატარებული წუთებით.

გრიგალაშვილს კი, დოჰაში 4 იპონი მოუგროვდა, ტატამზე 16 წუთი და 33 წამი გაატარა, რაც ვერავინ გადაფარა.

ქალთა შორის კი საუკეთესოდ საფრანგეთის ნაკრების ძიუდოისტი რომეინ დიკო (4 იპონი, 9 წუთი და 3 წამი) დაასახელეს.

სურათი შეიძლება შეიცავდეს: 1 ადამიანი, ცეკვა, დაკავებულია სპორტით, დგომა, სტადიაზე და წვერი