ტოჩინოშინი / On.geიაპონიაში გრძელდება იანვრის ბაშო, რომელსაც კორონავირუსმა სერიოზული დაღი დაამჩნია.

პირველი სიურპრიზი ის იყო, რომ დადებითი ტესტი ჩააბარა იოკოძუნა ჰაკუჰომ და ტურნირიდან დაწყებამდე მოიხსნა, ისევე როგორც მისი სკოლის წარმომადგენელი კიდევ სამი რიკიში. ჯამში ტურნირმა ელიტის 16 წევრი მოისაკლისა.

ყველა დანარჩენი 72 საათში ერთხელ აბარებს კოვიდ-ტესტს. ამ ყველაფერმა შეუძლებელი გახადა რამის პროგნოზირება. განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც იოკოძუნას ტიტულის კანდიდატმა ოძეკი ტაკაკეისიომ მიჯრით მეოთხედ წააგო.

რაც შეეხება ჩვენს გოლიათ ლევან გორგაძეს, ორი მარცხის წილ ორი მოგება დაუგროვდა. დღეს ტოჩინოშინმა ენდოს საწყისი უპირატესობა თითქოს დაუთმო, მაგრამ შემდეგ ორივე ხელით მავაშში ჩაეჭიდა და ენდოს საქმე დასრულდა – ლევანმა დოჰიოდან გაიტანა.

ხვალ ტოჩი ოძეკი ასანოიამას დაეჯახება, რომელსაც ასევე ორი მოგება აქვს, თუმცა პირად შეხვედრებში ლევანს 4:2 უგებს. ვნახოთ, სუმოს ელიტაში წყალი ისე აიმღვრა, ღლავის დაჭერა ყველას შეუძლია. მათ შორის ტოჩისაც.