მადრიდის „რეალის“ თავკაცმა ზინედინ ზიდანმა კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს იმ ფეხბურთელთა სია წარუდგინა, ვისზეც იმედს აღარ ამყარებს და ტრანსფერზე დაყენებას ურჩევს.
„შერისხულთა“ შორის საკმოდ გამოცდილი და სახელიანი ფეხბურთელები მოხვდნენ: ისკო, მარსელო, ალვარო ოდრისოლა, ლუკა იოვიჩი და მარიანო დიასი.
შეგახსენებთ, რომ ორიოდ დღის წინ ზიდანმა გუნდიდან წასვლა ურჩია ოთხ ახალგაზრდას, რომლებსაც სათამაშო პრაქტიკა, ფაქტობრივად, არ აქვთ. ჯამში ცხრა ფეხბურთელის გაშვება ნებისმიერ შემთხვევაში სერიოზული რისკია, თუმცა პერესი-ზიდანის ტანდემს უთუოდ სერიოზული სატრანსფერო გეგმები აქვს.