მარიამ ბოლქვაძის (192-ე ჩოგანი) მაქსიმუმი ავსტრალიის ღია პირველობაზე საკვალიფიკაციო ეტაპის პირველი წრე გამოდგა. ჩვენებურმა ინდოელი კარმან ტანდის დამარცხების შემდეგ ვერაფერი გააწყო 25 წლის რუს მარგარიტ გასპარიანთან (125) და 3:6, 6:7 წააგო.
ბოლქვაძემ პირველ სეტში ერთადერთი მოწოდება დათმო, თავად კი ვერ დააბრეიკა, რაც მეტოქისთვის მოსაგებად საკმარისი აღმოჩნდა.
ბოლქვაძემ მე-2 სეტში კი იბრძოლა, მატჩ პოინტიც გადაარჩინა და საქმე ტაი ბრეიკამდეც მიიყვანა, მაგრამ…