მარიამ ბოლქვაძე WTA-ს საიტის პირველ გვერდზე - "ის არსაიდან მოვიდა და დიდი  სცენისთვის მზად არის"ავსტრალიის ღია პირველობაზე საკვალიფიკაციო ეტაპი დაიწყო. პირველი წრე გაიარა ქართველმა მარიამ ბოლქვაძემ (192-ე ჩოგანი), რომელმაც ინდოელი კარმან ტანდის (626) დამარცხება 2 სეტში, 7:6 7:6 შეძლო.

მარიამმა რთული ბრძოლა გადაიტანა. პირველ სეტში 5:4 დაწინაურდა და თავადვე აწვდიდა, მაგრამ ინდოელმა ბრეიკით შანსი დაიტოვა. საქმე ტაი ბრეიკამდე მივიდა, სადაც არანაკლები დრამა გათამაშდა: საკუთარი საწყისი ცხრა მოწოდება ვერცერთმა ჩოგბურთელმა მოიგო. ამ დროს ჩვენებური 5:4 იგებდა, რასაც ორი საკუთარი მიაყოლა და 7:4 მოიგო.

მეორე სეტში პირიქით მოხდა: აქ უკვე ტანდი იყო ახლოს გამარჯვებასთან. ინდოელი ჯერ 5:4-ზე აწვდიდა და ბოლქვაძემ მეტოქე დააბრეკა, მაგრამ იქვე წააგო და 5:6 ჩამორჩა. თუმცა, მარიამმა ბოლომდე იბრძოლა და საქმე ისევ ტაი ბრეიკამდე მიიყვანა. ბოლქვაძე იქაც 5:4 დაწინაურდა, მაგრამ ახლა უკვე მეტოქე აწვდიდა, მაგრამ ქართველმა ორივე მოწოდება წაართვა და ისევ 7:4 მოიგო.

საკვალიფიკაციოს მეორე წრეში 23 წლის ბოლქვაძე 25 წლის რუს მარგარეტ გასპარიანს შეხვდება, რომელიც 125-ე ჩოგანია, ხოლო საკვალიფიკაციო მე-14 ნომრად არის განთესილი.