„რეალი” ელის, რომ „ოსასუნასთან” დღევანდელ შეხვედრას შუადღისთვის გადმოუტანენ. მიზეზი: მადრიდში უამინდობაა. გუნდმა ბარახასის აეროპორტში გაფრენის მოლოდინში სამ საათზე მეტი გაატარა.

აღსანიშნავია, რომ „ლოს ბლანკოსის” თავკაცმა ზინედინ ზიდანმა ავდარი გაითვალისწინა და პამპლონაში გამგზავრება თამაშის წინა დღეს დანიშნა. არადა, მიმდინარე სეზონში მადრიდელები სტუმრად მატჩის დღეს მიემგზავრებიან, ხოლმე.

საბოლოოდ, თვითმფრინავი, რომელიც დანიშნულების ადგილას 19 საათზე უნდა ჩაფრენილიყო, პამპლონაში 23:15-ზე დაეშვა.

ამინდის პროგნოზი ესპანელებს კარგს დღესაც არაფერს უქადის, რის გამოც „თეთრებმა” თამაშის ადრე გადმოტანა მოითხოვეს. მატჩი, წესით, შაბათს, ადგილობრივი დროით 21 საათზე (საქართველოს დროით 10 იანვრის 00 საათზე) უნდა დაწყებულიყო, მაგრამ ესპანეთის ჩემპიონს სურს რომ ის შუადღისას გაიმართოს. დაწყებას რაც უფრო დავიგვიანებთ, მით უფრო დიდია რისკი, რომ საერთოდ ვერ ვითამაშებთო.