Raymond Domenech joins Nantes on short-term deal - BeSoccerგეხსომებათ საფრანგეთის ნაკრების ექსდამრიგებელი რაიმონ დომენეკი.

მუსიე რაიმონი 2004-2010 წლებში წვრთნიდა „მამლებს“ და 2006-ში მსოფლიოს ჩემპიონატის ფინალსაც უწია.

და რა შუაშია მარადონა? დიეგო თავად 68 წლის ფრანგმა გაიხსენა, რომელიც ფრანგულსავე „ნანტში“ სამუშაოდ სეზონის ბოლომდე მიიწვიეს.

„მინდოდა, გუნდში მარადონა ამეყვანა, მაგრამ მკვდარია და რა ვქნა?! იმ კონტინგენტით უნდა დავკმაყოფილდე, რომელიც გვყავს. იანვრის სატრანსფერო ფანჯრისას ვერავის დავიმატებთ,“ – ბრძანა დომენეკმა, რომელიც ბოლოს (2016-2019 წწ.) ფიფას მიერ არაღიარებული ბრეტანის მოყვარულთა ნაკრებს წვრთნიდა.