2020 წლის მეფე – ასე უწოდა ACB.COM-მა გიორგი შერმადინს და ქართველი კალათბურთელი ლიგაში ყველაზე სასარგებლო კალათბურთელად მიიჩნია.
„გასული წლის საუკეთესო კალათბურთელი გიორგი შერმადინი იყო, რომელმაც ისეთ სახელოვან კონკურენტებს აჯობა, როგორებიც ვალტერ ტავარესი, მარსელინიო უერტასი და ნიკოლა მიროტიჩი არიან. შერმადინი გამორჩეული იყო სარგებლიანობის ჯამური კოეფიციენტის მიხედვით, ქულებში კი იდენტური მაჩვენებელი ჰქონდა მიროტიჩთან. სწორედ ამ ორმა ფაქტორმა გადასწონა ტავარესის გარჯა, რომელიც პირველი გახლდათ მოხსნებში, მოედანზე გატარებულ წუთებით, მოგებებსა და დაფარებებში”, – წერია ვებ გვერდზე.
შერმადინის ჯამური სარგებლიანობოს კოეფიციენტი 592 იყო, მის უკან კი ხსენებული ტავარესი (579) და მიროტიჩი (547), აგრეთვე ფაკუნდო კამპაცო (496) და ბოიან დუბლევიჩი (433) აღმოჩნდნენ.
2020 წლის განმავლობაში აღებული ქულების მიხედვით, ქართველ ცენტრსა და მიროტიჩს იდენტური მაჩვენებლები ჰქონდათ – 453 ქულა. მათ ჩამორჩნენ დილან ენისი (443), კლემენ პრეპელიჩი (418) და დარიო ბრისუელა (415).
მოხსნებში საუკეთესო ტავარესი (257) იყო, მაგრამ შერმადინი აქაც საუკეთესოებში ტრიალებდა. 185 მოხსნით გიორგი მე-3 პოზიციაზე აღმოჩნდა და მურსიას ბრაზილიელ ლეგიონერ აუგუსტო ლიმასაც ჩამორჩა.