„მანჩესტერ სიტისა” და ლიგის, იმავე „კარაბაოს” თასის რომანი გრძელდება. 25 აპრილს, „უემბლიზე”, „ქალაქელები” შეეცდებიან ბოლო რვა სეზონში მეექვსედ მოიპოვონ ეს ტროფი.

მას მერე, რაც „სიტის” სათავეში პეპ გვარდიოლა ჩაუდგა, მარტო პირველი სეზონი გაცდა, 2018 წლიდან მოყოლებული კი გუნდი ყოველ წელიწადს იგებს ლიგის თასს — 2017-18, 2018-19, 2019-20. ახლა „ქალაქელები” ისევ ფინალში არიან და თუ გაიმარჯვებენ, „ლივერპულს” გაუტოლდებიან. ჯერჯერობით, მერსისაიდელებს ლიგის თასი რვაჯერ აქვთ აღმართული, მანჩესტერელებს კი შვიდჯერ.

და ფინალში გვარდიოლას ისევ ძველი მოქიშპე, ჟოზე მოურინიუ ხვდება. ამ ორი მწვრთნელის დაპირისპირება ყოვლეთვის ძალიან საინტერესო და დაძაბულია, თუმცა თასის ფინალში ისინი ერთმანეთს აგერ უკვე ათი წელიწადია არ გადაყრიან. ბოლოს, გადამწყვეტ შეხვედრაში, ისინი ეპანეთში, „სამეფო თასზე” გადაიკვეთნენ, როდესაც მოურინიუს „რეალმა” გვარდიოლას „ბარსელონას” 1:0 მოუგო.

ერთი სიტყვით, 25 აპრილს, ფინალში, ერთმანეთს „მანჩესტერ სიტი” და „ტოტენჰემ ჰოთსპური” შეხვდებიან.

ვერ გეტყვით, როგორ ფორმაში იქნება „სიტი” აპრილის ბოლოს, მაგრამ ახლა ჩინებულად თამასობს და აკი ეს წუხელაც დაამტკიცა, როდესაც თანაქალაქელ „იუნაიტედს” ნახევარფინალში 2:0 მოუგო. გოლები ჯონ სტოუნზმა და ფერნანდინიომ მეორე ტაიმში, 50-ე და 83-ე წუთებზე გაიტანეს.

„მანჩესტერ იუნაიტედის” „ხმაურიანი მეზობლები” (როგორც მათ ლეგენდარული სერ ალექს ფერგიუსონი ეძახდა) სადღეისოდ, ყველა შეჯიბრებაში ერთად, 12 შეხვედრაში დაუმარცხებლები არიან. ამ 12 შეხვედრიდან მათ 9 მოიგეს, ხოლო ცხრაში გოლი არ გაუშვეს.

მანჩესტერული დერბის მომენტები შეგიძლიათ ვიდეოზე იხილოთ