ევროფეხბურთის მმართველმა ორგანომ საკუთარ საიტზე სოლიდური სტატია მიუძღვნა უკრაინელ გენიოსს. ვალერი ლობანოვსკი ყველაზე პროდუქტიული მწვრთნელი იყო პოსტსაბჭოთა სივრცეში.
No description available.„ვასილიჩმა“ ფეხბურთელობისას კიევის „დინამოში“, ოდესის „ჩერნომორეცსა“ და დონეცკის „შახტარში“ იბურთავა, კიევში სსრკ-ის ჩემპიონობა და თასიც მოიპოვა, მერე კი თამბრუდამხვევი სამწვრთნელო კარიერა დაიწყო: სსრკ ჩემპიონი (კიევის დინამო) – 8. სსრკ თასი (დინამო) – 6. ევროპის თასების მფლობელთა თასი (დინამო) – 2 (1975, 1986) უეფას სუპერთასი (დინამო) – 1 (1975). სსრკ ნაკრებთან ერთად მოიპოვა ევრო 1988-ის ვერცხლი და 1976 წლის ოლიმპიური ბრინჯაო, კუვეიტის ნაკრებთან კი აზიის თამაშების ბრინჯაო (1994).
„ვასილიჩი“ ყოველთვის პატივს სცემდა ქართველ ფეხბურთელებს და მისი ფორმაციის სსრკ ნაკრებში ჩვენებურთა დეფიციტი არასოდეს იგრძნობოდა.
და კიევის „დინამოში“ კახა კალაძის დაფრთიანება ან გიორგი დემეტრაძის სამახსოვრო გოლები რად ღირს?
კალაძე იხსენებდა პირველ საუბარს ლობანოვსკისთან.
– იცი, რომ საერთაშორისო შეხვედრებში 8 ყვითელი და 2 წითელი ბარათი გაქვს…
– ვალერი ვასილიჩ, ვეცდები, უფრო ფრთხილი ვიყო.
– პირიქით. მაგიტომაც აგიყვანე. მე მეომრები მჭირდება.
სათადარიგოთა სკამზე მუდამ ნერვიულად მოქანავე და წარბგაუხსნელი ლობანოვსკი დღეს 82 წლის გახდებოდა, არადა სულ რაღაც 63 ეწერა.