ბრაზილიელი მათეუს კუნია „ჰერტაში” ერთ-ერთი გამორჩეული ფიგურაა. ის 21 წლისაა, თავდამსხმელია და ინდივიდუალური ოსტატობის წყალობით თამაშის მოგება შეუძლია. თუმცა, მას, როგორც ბევრს ბრაზილიელს, ხასიათის ცვალებადობა ახასიათებს. სტაბილური არ არის, რასაც გერმანიაში მაინცდამაინც არ მისალმებიან.

„ჰერტას” მწვრთნელზე, ბრუნო ლაბადიაზე, კუნიას ასეთი ქცევა ეტყობა ძალიან მოქმედებს. ერთი მხრივ მას ფორვარდის თამაში მოსწონს და მისგან ბევრს ელის, მეორე მხრივ კი მისი გუნებ-განწყობის ცვალებადობა აღიზიანებს.

დეკემბერში, შობის დღესასწაულის წინ, „ჰერტამ” ბოლო შეხვედრა „ფრაიბურგთან” 1:4 წააგო. ამ მატჩის შესვენებისას გაცხარებულმა ლაბადიამ გასახდელის ერთი ბოლოდან მეორისკენ ბოთლი ისროლა, მათეუს კუნიამ კი ეს საკუთარ თავზე მიიღო. გერმანული პრესა წერს, რომ ფეხბურთელსა და მწვრთნელს შორის ურთიერთობა ასეთი დაძაბული არასდროს ყოფილა.

„ფრაიბურგთან” თამაშის შემდეგ ლაბადიამ თავდამსხმელი პრეს-კონფერენციაზეც კარგად შეჯორა. მან თქვა: „მან უდაბლეს დონეზე ითამაშა. საკუთარ თავს და თანაგუნდელებს კიდევ უფრო ქვემოთ ექაჩებოდა”.

ბუნდესლიგის საფეხბურთო მიმომხილველები შეუდგნენ ანალიზს, თუ როგორ იმოქმედებს ეს კონფლიქტი „ჰერტას” თამაშზე მომდევნო ტურებში, მაგრამ ნაახალწლევს, პირველივე შეხვედრამ აჩვენა, რომ, ერთი შეხედვით, ცუდად არ უმოქმედია. „ჰერტამ” „შალკეს” 3:0 მოუგო და ბერლინელთა როგებში ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული სწორედ კუნია იყო.

დანარჩენს მომავალი გვაჩვენებს.