ზედიზედ 11 შარშანდელი მარცხის შემდეგ კორტს ანტალიაში დაუბრუნდება საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი.

Tennis star Nikoloz Basilashvili charged with assaulting ex-wife - CNNანტალიაში მაინც და მაინც ძლიერ შემადგენლობას არ მოუყრია თავი. ამის დასტურია ისიც, რომ რეიტინგში მე-40 ჩოგანი ბასილაშვილი ტურნირზე მეექვსე ნომრად არის განთესილი. ტურნირის საპრიზო ფონდი კი 361.800 ევროა.

პირველ წრეში 28 წლის ქართველის მეტოქე იტალიელი ანდრეა არნაბოლდი იქნება, რომელიც რეიტინგში 267-ე ჩოგანია. მისი ძლევის შემთხვევაში, ბასილაშვილი მეტოქე თურქ ალტუგ ჩელიკბილეკსა (309-ე ჩოგანი) და პოლონელ კასპერ ჟუკს (262-ე) შორის გამარჯვებული იქნება.

მოკლედ რომ ვთქვათ, ჩვენებურს მშვენირი ბადე ერგო და მინიმუმ ორი ეტაპი უნდა გაიაროს, შემდეგ კი მისი მეტოქე, სავარაუდოდ, ავსტრალიელი ალექს დე მინორი (23-ე) უნდა იყოს. ცხადია, თუ თავად კუნძულელმა არ მოინდომა რამე სენსაციის გამოცხობა.

ქართველი ჩოგბურთელი წყვილთა შეჯიბრშიც მიიღებს მონაწილეობას და დუეტში გერმანელ ანდრე ბეგემანთან გავა კორტზე. მეტოქეებად კი მასპინძლები უმუთ აკოინი და მერტ ნაჩი ტურკერი ეყოლებათ.