Sergio Ramos on verge of more Real Madrid history - Football Espanaესპანურ მედიაში გაჟონილი ინფორმაციის თანახმად, სერხიო რამოსმა უკვე აცნობა კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს, რომ ფრანგულ პსჟ-ში აპირებს გადასვლას. მისი თქმით, პარიზელთა ხელმძღვანელობა ტოპ-კლუბის შენებას მისი და ლეო მესის ირგვლივ აპირებს.

შესაძლოა, ეს რამოსის მხრიდან ერთგვარი ფანდიც იყოს. 34 წლის ვეტერანს „რეალმა“ კონტრაქტის ორი ვარიანტი შესთავაზა. პირველი ერთწლიანია და ხელფასი იგივე რჩება, ორწლიანი კი ჯამაგირის 10 %-ით შემცირებას ითვალისწინებს.

პარიზში? პარიზში საცდური გაცილებით მეტია და თუ ფლორენტინო პერესს ლიდერის შენარჩუნება სურს, ჯიბეები კარგად უნდა მოიქექოს. მიმდინარე სეზონში რამოსმა პრიმერას 13 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.