FC Barcelona - La Liga: Laporta outlines his plan: I want Barcelona back at the top of world football | MARCA in English„ბარსელონა“ არჩევნების მოლოდინშია. როგორც იცით, 24 იანვარს კლუბის საპრეზიდენტო არჩევნები უნდა გაიმართოს. კანდიდატი ცხრაა… ცნობილმა ესპანურმა სპორტულმა გამოცემამ, Mundo Deportivo-მ, წინასაარჩევნო გამოკითხვა ჩაატარა.

შედეგების მიხედვით, „ბარსელონას“ 2021 წლის საპრეზიდენტო არჩევნების მოგების ფავორიტი კლუბის ყოფილი ხელმძღვანელი ჟოან ლაპორტაა, რომელსაც სხვა კანდიდატებთან შედარებით საგრძნობლად დიდი უპირატესობა აქვს.

ლაპორტას მხარს გამოკითხულთა 52.3% უჭერს, მეორე ადგილზე ვიქტორ ფონტია, რომელსაც ხმების 13.2% ერგო.

17.2%-ს საბოლოო გადაწყვეტილება ჯერ არ მიუღია, ხმების დარჩენილი ნაწილი კი იმ კანდიდატებზე გადანაწილდა, რომლებსაც გამარჯვების რეალური შანსი არ აქვთ: ემილი რუსო – 3.2%; აგუსტი ბენედიტო – 2.7%; ხავი ვილახოანა – 2.7%; ტონი ფრეიშა – 2.3%; 2%-ზე ნაკლები: ჟორდი ფარე, პერე რიერა, ლუის ფერნანდეს ალა.