სტეფ კარი რომ ქულუხვი ბიჭია, მთელმა საკალათბურთო სამყარომ იცის. „გოლდენ სტეიტის“ მთავარმა ლიდერმა ამ დილით კარიერის რეკორდი დაამყარა და „პორტლენდთან“ (137:122) მატჩში 62 ქულა მოინაგრა.
სტეფმა 31-დან 16 სროლა გამოიყენა, აქედან 16 იყო სამქულიანი და რვამ მიზანს უწია. შედეგად, კარის კარიერაში უკვე 2500 სამქულიანი მოუგროვდა და ახლა ორი MVP-ის ტიტულის მფლობელის წინ მხოლოდ ორი კალათბურთელია – რეი ალენი (2973) და რეჯი მილერი (2560). კარიმ 224-ე შეხვედრაში ჩააგდო ხუთი და მეტი სამქულიანი. ეს კი 23 მატჩით მეტია, ვიდრე ალენის (122) და მილერის (79) ერთად აღებული.
კარის ამ სეზონშივე შეუძლია გადაასწროს მილერს, ხოლო 32 წლის კალათბურთელს ალენის რეკორდის დასამხობად 2-3 სეზონი მაინც დასჭირდება.