ახალი წელი ის დღესასწაულია, ყველას ბავშვობაში – ოცნებების და ჩაფიქრებული სურვილების სამყაროში რომ გვაბრუნებს… თუმცა, კაცმა არ იცის, 2020 წლის ბოლოს ახალს უფრო ველოდებით თუ ძველისგან თავის დახსნას.

brown bull photo – Free Image on Unsplashასეთი მასშტაბური კატასტროფის წინაშე კაცობრიობა დიდი ხანია, ან საერთოდ არ მდგარა. იმედის ჭრაქი ბჟუტავს, მაგრამ სანამდე იქნება აქტუალური „ლოკდაუნი“, „დეზობარიერი“ და ასეთები, ვერავინ გვეუბნება.

საყოველთაო ჭირმა დაღი სპორტსაც დაასვა და მაყურებლისთვის მოგონილი სანახაობა უმაყურებლოდ დატოვა.

აბა, ეს ამბები „სარბიელს“ გვერდს როგორ აუვლიდა. ღვთის წყალობით, ვირუსმა დაგვინდო, თუმცა ჩვენთვის უმნიშვნელოვანესი 30-წლიანი იუბილე ფართომასშტაბიანი დღეობის ნაცვლად სიმბოლურ აღნიშვნამდე შეგვაკვეცინა.

ეს ის ნეგატივი იყო, რომელიც ძველ წელს უნდა გავატანოთ.

ყველამ ერთად ვისურვოთ, რომ დამდეგ ახალ წელს თითოეულ ოჯახში ჯანის სიმრთელე, სულიერი სიმშვიდე და ბარაქა მოეტანოს.

გილოცავთ დამდეგ 2021 წელს. რაღა დროს ვირთხაა…

ყველა პრობლემას ხარის უშრეტი ენერგიით და ერთად დგომით უნდა მოვერიოთ!