მოდრიჩი: “როცა ზიდანი “რეალის” მწვრთნელი გახდა, მან მითხრა, რომ…” – Fanebi.Com – ფეხბურთი, კალათბურთი, რაგბი, სხვამადრიდის „რეალმა“ უკვე შეათანხმა ახალი კონტრაქტი ლუკა მოდრიჩთან. ხორვატ ნახევარმცველს 2021 წლის ივნისში ეწურებოდა კონტრაქტი. „რეალი“, რომელიც 35 წელს გადაცილებულ ფეხბურთელებს მხოლოდ ერთწლიან კონტრაქტს სთავაზობს, საკუთარი თავის ერთგული დარჩა და ლუკას 2022 წლის 30 ივნისამდე თანამშრომლობა შესთავაზა.

ხორვატი მადრიდში „ტოტენჰემიდან“ 2012 წელს გადაბარგდა. მიმდინარე სეზონში მოდრიჩმა 14 შეხვედრაში 2 გოლი გაიტანა.

არადა, სულ ცოტა ხნის წინ ლუკა დარწმუნებული იყო, რომ ზიდანი შეელეოდა და ამერიკული MLS-ის კლუბებთან აქტიურ მოლაპარაკებებსაც აწარმოებდა.

ზიზუ ვერ შეელია. ბებერი ხარისა ხომ რქებიცა ხნავენ.