2020 წლის 22 დეკემბერი ფეხბურთის ისტორიაში მნიშვნელოვანი თარიღია. ლეო მესიმ „ვაიადოლიდს“ გაუტანა და ეს მის მიერ „ბარსელონას“ მაისურით გატანილი 644-ე გოლი იყო. ამდენი ერთი გუნდის სახელით ჯერ არავის გაუტანია. წინა რეკორდი 643 გოლი იყო, რომელიც თვით პელემ გაიტანა ბრაზილიურ „სანტოსში“ გატარებული 18 წლის განმავლობაში.
ამ მოვლენის აღსანიშნავად კომპანია „ბუდვეიზერმა“ ლეოს თხოვნით სპეციალური საკოლექციო ლუდი მოხარშა.
სიმბოლურად სულ 644 ბოთლი ჩამოასხეს და ეს ლუდი ყველა იმ მეკარეს გაეგზავნება ლეოს სახელით, ვის კარშიც მას ბურთი გაუტანია.
თითოეული იმდენ ბოთლს მიიღებს, რამდენჯერაც მესიმ დაამწუხრა. ასეთი სულ 160 მეკარე აღმოჩნდა და ვის ერთი, ვის კი ექვსი და შვიდი ბოთლი ერგება.
ბუნებრივია, ეს აქცია ლეომ სარეკორდო გოლამდე ჩაიფიქრა და საკოლექციო ლუდის უდიდესი ნაწილი უკვე გზაშია. სამაგიეროდ, მათი კუთვნილი „ბოდიშები“ ლუდის ბოთლების სახით უკვე მიიღეს ჯიჯი ბუფონმა, იან ობლაკმა და კეპა არისაბალაგამ.
ჯიჯი ბუფონმა საჩუქრებთან ერთად ფოტო სოციალურ ქსელში უკვე გამოფინა.