რომის „ლაციოსთან“ საშინაო მატჩი „მილანისთვის“ ბოლო იყო 2020 წელს. „როსონერის“ ქომაგებს სხვებზე გაცილებით მეტი მიზეზი ჰქონდათ, ქალაქი საყვარელი გუნდის ფერებში აეფერადებინათ.

თავად განსაჯეთ:

ტოპ-5 ჩემპიონატებში „მილანი“ ერთადერთი გუნდია, რომელსაც გაზაფხულის კარანტინის შემდეგ ჩემპიონატში ერთი მატჩიც არ წაუგია.

„მილანის“ წაუგებელი სერია 26 მატჩს ითვლის: 19 მოგება და 7 ფრე.

გუნდი წელს პირველ საფეხურზე ასრულებს.

უკვე 16 მატჩია, „მილანს“ 2 გოლზე ნაკლები არ გააქვს. ბოლოს ამგვარი რამ ერთი კალენდარული წლის განმავლობაში ტოპ-5 ჩემპიონატებიდან მხოლოდ „ბარსელონამ“ გაახერხა. შორეულ 1948 წელს „ბარსას“ სერია 18 მატჩის განმავლობაში გაგრძელდა.

ამადაც იყო, ფანებმა „მილანს“ „ლაციოსთან“ ნამატჩევს ფეერიული შეხვედრა რომ მოუწყვეს.

No description available.