საქმეს ისეთი პირი უჩანს, რომ თუ კვლავ არ ჩაერია კორონავირუსის პანდემია, მომავალი წლის ივლისში საქართველოს მორაგბეთა ნაკრები არგენტინას ეწვევა და „ლოს პუმასთან“ სატესტო მატჩს გამართავს. ამ ინფორმაციას რაგბის კავშირში არ ადასტურებენ, მით უფრო რომ იქ ამისთვის არავის ცხელა – 30-ში ხომ საპრეზიდენტო არჩევნებია…

არგენტინულ პრესაში კი ეს ინფორმაცია ისეა გავრცელებული, როგორც უტყუარი, თან წერენ, არგენტინის რაგბის კავშირი ეროვნული გუნდის კალენდარს იანვარში გამოაქვეყნებსო. ასეა თუ ისე, ტიერ 1-ის წარმომადგენელს ივლისში ერთხელ ნამდვილად შევხვდებით და ეს იქნება ჩვენი მზარდი გუნდისთვის მორიგი გამოცდა. ნუ დავივიწყებთ, რომ ამას წინათ არგენტინის ნაკრებმა „ოლ ბლექსი“ დაამარცხა, თანაც ახალ ზელანდიაშივე!

რაც შეეხება არგენტინისა და საქართველოს ნაკრებთა შეხვედრის ადგილს, ეს მოგვიანებით გამოცხადდება, დღეს კი სამი კანდიდატი ქალაქი განიხილება – ბუენოს აირესი, მენდოსა და სან ხუანი.

No description available.