Lionel Messi: Barcelona forward breaks Pele scoring record in win over Real Valladolid - BBC Sport„ვალიადოლიდთან“ 3:0 მოგებულ შეხვედრაში ერთი გოლი „ბარსელონას“ კაპიტანმა ლიონელ მესიმ გაიტანა.
ეს არგენტინელის მიერ „ბარსას“ მაისურით გატანილი 644-ე გოლი იყო.
ჯერ ამდენი ერთი გუნდის სახელით არც ერთ ფეხბურთელს არ გაუტანია.
აქამდე რეკორდსმენი ბრაზილიელი პელე იყო, ვინაც მშობლიურ „სანტოსში“ 643-ჯერ ისახელა თავი.
სამართლიანობა მოითხოვს აღინიშნოს, რომ სარეკორდო შედეგის მისაღწევად ბრაზილიელს 18 წელი (1956-1974) დასჭირდა, არგენტინელი კი „ბარსელონაში“ 17 წელია თამაშობს.