Fiorentina hand 10-man Juve first league defeat this season - Big Day News | Leading English Daily among Bangladeshარცთუ კარგი განწყობით ხვდებიან კათოლიკურ შობას ტურინის „იუვენტუსში“. მორიგ ტურში „ფიორენტინასთან“ მატჩის დაწყებამდე რამდენიმე საათით ადრე ტურინში უკვე იცოდნენ: იტალიის ოლიმპიური კომიტეტის სააპელაციო სასამართლომ გააუქმა სპორტულ-საარბიტრაჟო სასამართლოს გადაწყვეტილება „იუვე“ – „ნაპოლის“ ოქტომბრის შეხვედრაში ტურინელთათვის ტექნიკური გამარჯვების მიკუთვნების შესახებ…
მაშინ საქმეში კორონავირუსი ჩაერია. „ნაპოლის“ ჩამორთმეული საჯარიმო ქულა დაუბრუნეს, მატჩი კი მოგვინებით შედგება. მერე კი იყო დამამცირებელი 0:3 „ფიორენტინასგან“. ასეთი ანგარიშით სერია ა-ში „იუვეს“ შინ 2011 წლის მერე არ წაეგო. წაგებაცაა და წაგებაც.
ტურინელებმა პირველი გოლი მე-3 წუთზე გაუშვეს. მე-18 წუთზე კვადრდადო პირდაპირ წითლით გააძევეს. მერე ალექს სანდრომ ბურთი საკუთარ კარშიც ჩაჭრა…
აქამდე ტურინელები ქულებს მხოლოდ ფრეების გამო კარგავდნენ და ეს პირველი მარცხი იყო. ტექნიკური გამარჯვებისთვის მიღებული სამი ქულის ჩამოჭრის ჩათვლით, ანდრეა პირლოს გუნდმა ერთ დღეში 6 ქულა გაანიავა. „იუვე“ მეოთხე ადგილამდე დაქვეითდა. ლიდერ „მილანთან“ ჩამორჩენა უკვე 7 ქულაა.
და ბოლოს: სავარაუდოდ, დისკვალიფიკაციით დაისჯება ჯიჯი ბუფონი. „პარმასთან“ მატჩისას მისი მკრეხელური გამონათქვამი ცარიელმა ტრიბუნებმა ვერ დაფარა, ღვთის მგმობელ ფრაზებს კი იტალიაში არავის პატიობენ. ჯიჯისაც კი.
This is Dusan Vlahovic, the jewel of Fiorentina who dazzled against Juventus - Pledge Times