ეროვნული ლიგის ფლეი ოფის პირველი მატჩების შემდეგ, ფაქტობრივად ყველაფერი გარკვეული იყო. სასწაული თუ შეცვლიდა რამეს. სასწაული არ მოხდა და გაისად უმაღლეს ლიგაში „ტორპედო“ და „სამგურალი“ ითამაშებენ.

ქუთაისელები თავის „რამაზ შენგელიას“ სტადიონზე გიორგი ფანცულაიას ლამაზი გოლით უგებდნენ „გაგრას“, მაგრამ დამთავრებამდე 15 წუთით ადრე თამაზ მაქაცარიამ გაათანაბრა. საბოლოოდ – 1:1.

„ტორპედომ“ ელიტაში ადგილი შეინარჩუნა. „გაგრა“ კი გაისად ისევ ეცდება დაწინაურებას. თუმცა გაგრელთათვის წლევნდელი სეზონი მაინც გამორჩეული იყო, საქართველოს თასი მოიპოვეს და მომავალ ზაფხულს უეფას კონფერენს ლიგაში ითამაშებენ.

წარმატების ნიშნად წყალტუბოში უჩა სოსიაშვილი ააბურთავეს

ერთია ოღონდ, ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალური ვებ-გვერდის ცნობით, 17 დეკემბერს სფფ-ის კლუბების ლიცენზირების კომიტეტის დასკვნითი სხდომა გაიმართა. ლიცენზია მიიღო  ეროვნული ლიგის, ეროვნული ლიგა 2-ის, ლიგა 3-სა და ლიგა 4-ის 35 მა საფეხბურთო გუნდმა. ასევე ქალთა ლიგის 9 გუნდმა.

რაც შეეხება ზემოთხსენებულ ლიგებში მონაწილე 16 საფეხბურთო გუნდს, კომიტეტის მიერ უარი ეთქვა დებულებით გათვალისწინებული მოთხოვნების დაუკმაყოფილებლობის გამო.

ქუთაისის „ტორპედოს“ კლუბის ფეხბურთელებისა და თანამშრომლების დავალიანების დასაფარად, ბოლო ვადად, 28 დეკემბერი განუსაზღვრეს. აღნიშნული ვალდებულების დაუკმაყოფილებლობის შემთხვევაში, კლუბს ავტომატურად შეუჩერდება ლიცენზია გასაჩივრების უფლების გარეშე.

„სამგურალმა“ მეორე თამაშიც მოუგო „ჩიხურას.“ ერთადერთი და ძალიან ლამაზი გოლი სერგო კუხიანიძემ გაიტანა მატჩის მიწურულს.

უნდა მივულოცოთ „სამგურალს“ და მის მთავარ მწვრთნელ უჩა სოსიაშვილს. მართლაც საინტერესო გუნდი ჩამოაყალიბა წყალტუბოში. თასის ფინალშიც ხომ ითამაშეს და ვფიქრობთ, არც ელიგაში დაუთმობენ ვინმეს რამეს.

ზემოიმერული ზღაპარი კი დამთავრდა. „ჩიხურა“ ბოლო შვიდი წელიწადი თამაშობდა ელიტაში, ევროტურნირებზეც მოსინჯა ძალა და რამდენიმე დასამახსოვრებელი თამაშიც ჩაატარა, რომლებიც ქარული ფეხბურთის ისტორიაში ჩაიწერება.

სეზონის წინ გუნდიდან სოსო ფრუიძე წავიდა და ყველაფერი აირია. თუმცა, ვინ იცის, ეგებ ზღაპარი მალე გაგრძელდეს კიდეც. ვნახოთ…

ტორპედო – გაგრა 1:1

1:0 ფანცულაია (30), 1:1 მაქაცარია (76)

პირველი მატჩი – 2:0

სამგურალი – ჩიხურა 1:0

1:0 კუხიანიძე (87)

პირველი მატჩი – 2:0