„ბარსელონამ“ „ვალენსიას“ ვერ აჯობა – 2:2, მაგრამ მესიმ პელეს რეკორდი გაიმეორა და ცხადია, შედეგის გასაუმჯობესებლად მომავალ ტურშივე შეუტევს. პირველი ტაიმის მე-4 კომპენსირებულ წუთზე ანტუან გრიზმანის წაქცევისთვის დანიშნული პენალტი მესიმ ცუდად დაარტყა, მაგრამ მეკარისგან უკუგდებულ ბურთზე ისევ მასპინძლებმა იყოჩაღეს და არგენტინელმაც თავურით გაიტანა.

Pelé describes Messi as best player of last ten yearsეს არგენტინელის 643-ე გოლი გამოდგა „ბარსელონას“ მაისურით გატანილი. ამ მაჩვენებლით ის ფეხბურთის მეფეს – პელეს გაუთანაბრდა, რომელსაც „სანტოსში“ ამდენივე ბურთი აქვს შეგდებული.

თავად პელემ მესის ეს მიღწევა სოციალურ ქსელში გულთბილად მიულოცა:

– გილოცავ რეკორდს! უპირველესად კი, ბარსელონაში გატარებულ წლებს. სამწუხაროდ, ერთსა იმავე კლუბში გატარებული წლებით და გატანილი გოლებით, მომავალში ბევრი ფეხბურთელი, ალბათ, ვეღარ დაიკვეხნის. აღფრთოვანებული ვარ შენით, ლეო!