კახა ჩხეტიანი: "გოლები, რომ გაგვეტანა და სანახაობრივი ფეხბურთი  გვეჩვენებინა, ჯერჯერობით ამისთვის მზად არ ვართ"მოკლედ, ასეთი ამბებია: თბილისის „დინამო“ ჩისკო მუნიოსმა დატოვა და მის ნაცვლად გიორგი ნემსაძის დანიშვნაზე ალაპარაკდნენ. შედეგად, გორის „დილა“ უმწვრთნელოდ რჩება. ჰოდა, თავის მხრივ, გორელებიც საქმეს შეუდგნენ.

„დილასთვის“ ამ ეტაპზე ყველაზე რეალური ვარიანტი კახა ჩხეტიანია, რომელიც ამჟამად უმუშევარია და გორელებმაც მასთან აქტიური მოლაპარაკებები წამოიწყეს. მწვრთნელმა, მოსაფიქრებლად დრო ითხოვა.

ჩხეტიანი ახალგაზრდა მწვრთნელია, მისი ტიტულების ნუსხა კი, რომელიც მხოლოდ ქუთაისის „ტორპედოში“ მუშაობისას მოუგია, ასე გამოიყურება: საქართველოს ჩემპიონი (2017); საქართველოს თასი (2016, 2018); საქართველოს სუპერთასი (2018, 2019).