ფარერულ „კლაკსვიკთან“ 1:6 წაგების შემდეგ „დინამოს“ ხელმძღვანელობა ჩისკო მუნიოსს მაინც ენდობოდა და მასთან თანამშრომლობას 3-4 წლით აპირებდა. ამას ღიად აცხადებდა კიდეც. თუმცა, ესპანელი გუნდიდან მაინც წავიდა და წავიდა ისევ ჩემპიონად.
ჩისკო, ალბათ, ერთადერთი მწვრთნელია მსოფლიოში, რომელიც ზედიზედ ორჯერ გაჩემპიონების შემდეგ ორჯერ წავიდა გუნდიდან.
ჩისკო „დინამოს“ წინა სეზონში წვრთნიდა, ქართული ფეხბურთის ფლაგმანი ჩემპიონი გახდა, ხოლო ჩისკო დაითხოვეს. მიზეზად, ლიცენზიის არქონა დაასახელეს.
ესპანელი გუნდში კახა ჩხეტიანმა შეცვალა, რომელიც არასახარბიელო შედეგების გამო მალევე გაანთავისუფლეს და ისევ ჩისკოს უხმეს. მანაც კიდევ ერთხელ აჩემპიონა გუნდი და ისევ წავიდა…
გავრცელებული ხმებით, ამჟამად მისი წასვლა თავად ესპანელის გადაწყვეტილება იყო, რომელიც კარიერას ინგლისში გააგრძელებს.
ასევე გავრცელებული ინფორმაციით, ჩისკოს ადგილს გიორგი ნემსაძე დაიკავებს, ვინც წინა სეზონში გორის „დილა“ მესამე ადგილზე გაიყვანა.