Forbes-მა 2020 წელი შეაჯამა და მსოფლიოში ყველაზე ცნობილი და მდიდარი ადამიანების სია გამოაქვეყნა.
ტოპ 5-ში მესამე ადგილზე მოხვდა ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი (106,3 მილიონი დოლარი წელიწადში), მეოთხე ადგილზე გავიდა ტურინის „იუვენტუსის“ შემტევი კრიშტიანუ რონალდუ (105 მილიონი), ხოლო მეხუთეზე „ბარსელონას“ არგენტინელი კაპიტანი ლეო მესი (104 მილიონი).
ათეულში შევიდა კიდევ ორი სპორტსმენი: პსჟ ბრაზილიელი ფორვარდი ნეიმარი (მეშვიდე ადგილი, 95,5 მილიონი) და „ლოს-ანჯელეს ლეიკერსის“ კალათბურთელი ლებრონ ჯეიმსი (მეცხრე ადგილი, 88,2 მილიონი).
აქვე გეტყვით, რომ სპორტსმენები გამარჯვებულებს ძალიან ჩამორჩნენ: პირველი იყო მოდელი კაილი ჯენერი (590 მილიონი), ხოლო მეორე რეპერი კანიე უესტი (170 მილიონი).
შეგახსენებთ, რომ შარშანდელ ანალოგიურ რეიტინგში მესი მეოთხე ადგილზე გავიდა, რონალდუ – მეექვსეზე, ხოლო ნეიმარი მაშინაც მეშვიდე იყო.