კვირას „ჯენოასთან“ გასვლით შეხვედრაში კრიშტიანუ რონალდუმ ტურინის „იუვენტუსის“ მაისური მეასედ მოირგო.
კინაღამ წამოგვცდა, ვეტერანი პორტუგალიელიო, მაგრამ „კრიშის“ სტატისტიკას ვერსად გავექცევით. გასულ 100 შეხვედრაში მან ტურინელთათვის 79 გოლი გაიტანა.
აქედან ბოლო ორი სწორედ „ჯენოას“ კარში. მან ჯერ 1:1-ზე 78-ე წუთზე დააწინაურა გუნდი, 89-ზე კი საბოლოო ანგარიში დააფიქსირა.
მართალია, ორივე შემთხვევაში რონალდუმ პენალტიდან გაიტანა, მაგრამ ეს მის ფანტასტიურ მიღწევას სულაც ვერ აკნინებს.