ფრანგი სპეციალისტი ჟერარ ულიე 73 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ულიე ყველაზე მეტად „ლივერპულში“ მუშაობით არის ცნობილი. მერსისაიდულმა კლუბმა მისი ხელმძღვანელობით 1998-2004 წლებში ექვსი ტიტული მოიგო: უეფას თასი და სუპერთასი, ინგლისის ასოციაციის თასი და სუპერთასი და ორჯერ ინგლისის ლიგის თასი.

კარიერის მანძილზე ულიეს ასევე უმუშავია ძლიერ ფრანგულ გუნდებში: „ლიონი“, „პარი სენ ჟერმენი“, „ლანსი“. მისი ბოლო სამუშაო ადგილი ბირმინგემის „ასტონ ვილა“ იყო, რომელსაც 2010-11 წლებში წვრთნიდა.

საფეხბურთო კარიერაში კი ნახევარმცველი პოზიციაზე ირჯებოდა და ფრანგულის გარდა, ინგლისური კლუბების ღირსებასაც იცავდა.

წილი
წინა სტატიაჰარდენი სტრიპ-კლუბმა შეიწირა
შემდეგი სტატიაუეფამ ლიგის მერვედფინალები დაალაგა
ლეგენდის თანახმად, ამხანაგი ირკალი ნინიძე „სარბიელის“ ავტორია გასული საუკუნიდან, თუმცა ზუსტად რომელი წლიდანაა გადაჯაჭვული მისი ბედი „სარბიელთან“, ლეგენდა დუმს. რატომ დუმს ? იმიტომ, რომ ამხანაგ ნინიძეს არ უყვარს მოლაპარაკე ლეგენდები. მას უყვარს სპორტი, წერა და სპორტზე მარჯვედ წერა...