Petr Cech: Chelsea name 38-year-old in Premier League squad as emergency  goalkeeper | Football News | Sky SportsLeeds United vs West Ham highlights as familiar failings gift West Ham  victory - Leeds Liveსახელოვანი ჩეხი მეკარე „ლიდსი“ – „ვესტ ჰემის“ მატჩს გამოეხმაურა. უკვე პირველ წუთებზე სტუმართა მეკარე ლუკაშ ფაბიანსკიმ მეტოქე წააქცია და პენალტი დაინიშნა. დარტყმა მატეუშ კლიხმა ითავა. მეკარემ ივარგა და თამაში გაგრძელდა, მაგრამ ვიდეორეფერიმ შეაჩერა – ფაბიანსკი კარის ხაზს დარტყმამდე გასცდაო.

მოგეხსებათ, პენალტისას მეკარეს ერთი ფეხი მაინც უნდა ედგას კარის ხაზზე. არბიტრმა მაიკლ ოლივერმა ეპიზოდი ნახა და ხელახლა დარტყმა ბრძანა – მეკარე რამდენიმე სანტიმეტრით მართლაც წინ იყო. მეორე ჯერზე კლიხმა ზუსტად დაარტყა. გოლი ჩაითვალა, თუმცა ვიდეორეფერიმ სხვა დარღვევა გაატარა. ლიდსელები საჯარიმოში დარტყმამდე შევარდნენ და პენალტი განმეორებით (განმესამებით) უნდა დარტყმულიყო.

ფაბიანსკის და ყველა მეკარეს ლეგენდარული პეტრ ჩეხი გამოესარჩლა:

„კარის სიგანე 7,32 მეტრია, სიმაღლე კი 2,44 მეტრი. პენალტისას ბურთი 112 კმ/სთ სიჩქარით მოფრინავს და კარის ხაზს 0,35 წამში კვეთს. როგორ უნდა მოასწროს მეკარემ რეაგირება ფეხის განძრევის გარეშე? იქნებ პენალტისას მსაჯმა ქაფით დამატებითი ხაზი გაავლოს ვთვათ კარის ხაზიდან ერთ მეტრში და მეკარეს ამ ზონაში მოძრაობის უფლება მიეცემა. ეს მცირედ მაინც გაათანაბრებდა შანსებს.”