MAP is a sort of past for Georgia - Tina Khidasheliხელისუფლება სპორტზე და ეგეთ სისულელეებზე უაზროდ დიდ ფულს ხარჯავს და ამას პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებსო, – ასეთი გახლდათ საქართველოს ყოფილი თავდაცვის მინისტრის, თინა ხიდაშელის განცხადების პათოსი.

სიტყვა „სპორტი“ და ეს გვარ-სახელი აქამდე ერთ წინადადებაში არ შეგვხვედრია და ამადაც გაგვიკვირდა. რას ერჩის ქალბატონი თინა სპორტს? აკი, ყველამ თავისი საქმე უნდა აკეთოსო?

ჩვენ ხომ არ გასწავლით, როგორ იყოთ სხვადასხვა დროს შევარდნაძის, სააკაშვილის, ივანიშვილის ხელისუფლების ნაწილი და მერე ყველა შემთხვევაში აღიარო, რომ არჩევანში შეცდი?!

ჩვენ ხომ არ გასწავლით, როგორ უნდა მოიმდუროთ ერთ წუთში მთელი ჯარი – მწყობრის წინ ბებოს ნაქსოვი შალივით მხრებზე მოსხმული სამხედრო ქურთუკით რომ ჩაუარეთ?!

გასაგებია, რომ მინისტრობა პოლიტიკოსობაა და არა საკადრო ოფიცრობა, მაგრამ სულ მცირე ნორმები მაინც უნდა დაიცვა.

არცოდნა არცოდვა მხოლოდ მაშინაა, როცა ამ არცოდნას საჯაროდ არ გამოფენ. დაგვიტოვეთ სპორტი იმ ხალხს, ვინც ამ საქმით ვცხოვრობთ.

გვერწმუნეთ, არც ხელისუფლებას და არც კონკრეტულ ფედერაციებს ჩვენგან მწვავე კრიტიკა არ დაჰკლებიათ სახსრების არამიზნობრივად ან უყაირათოდ ხარჯვის გამო. ეს ყოველთვის საქმიანი კრიტიკა იყო და არა პოლიტიკური ბრძოლის იარაღი. ქართული სპორტი ნამდვილად არ არის ის ქათამი ხარსაც, ცხვარსაც და ბატსაც რომ წააკლეს.

ისე, „სისულელეებში“ რა იგულისხმეთ, ამას თუ განგვიმარტავთ, ფრიად დაგვავალებთ…

წილი
წინა სტატიაჩეხი თავისუფლებას ითხოვს
შემდეგი სტატიასულშერისთვის საუკეთესო თამაში
გიორგი ნოზაძე
მას შეეძლო, დილის 11 საათისთვის გაზეთის ორი გვერდი მზად ჰქონოდა და გადაერეკა თანამშრომლებისთვის - ნუ შეწუხდებით, სამსახურში ნუღარ მოხვალთ, საქმე გაკეთებულია. ფეისბუკის ნამდვილი ფეისი. ის გახლავთ სოციალურ ქსელში "მოამბეც" და "ვრემიაც".