ესპანეთის ჩემპიონატის მე-13 ტურში მადრიდული დერბია – „ალფრედო დი სტეფანოზე“ „რეალი“ „ატლეტიკოს“ დაუხვდება. „თეთრების“ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი მიიჩნევს, რომ ლა ლიგაში ყველა მატჩი ფინალის ტოლფასი, ხოლო მეტოქე ამ სეზონში ჩემპიონობის ფავორიტია.
„როგორც ყოველთვის, მატჩი ბევრი ასპექტისგან შედგება. ჩვენ კარგი შეხვედრა ჩავატარეთ ჩემპიონთა ლიგაში და ახლა ხვალინდელ შეხვედრაზე ვფიქრობთ, სადაც არანაკლებ საინტერესო თამაში გველის. ეს ხომ დერბია… მარტო იმისთვის გვინდა მოედანზე გასვლა, რომ გვიყვარს ასეთი თამაშები. ესპანეთის ჩემპიონატში ყველა თამაში ფინალის ტოლფასია, „ატლეტიკოსთან“ დაპირისპირება კი მათთგანაც განსხვავებული. ეს კიდევ ერთი შესაძლებლობაა იმის დასამტკიცებლად, რომ კარგი გუნდი ვართ და, შევეცდებით ისეთივე წარმატებით ვითამაშოთ, როგორც ეს „გლადბახთან“ გავაკეთეთ. „ატლეტიკო“ ლა ლიგის ფავორიტია და ამას მოედანზე ამტკიცებს. სადღეისოდ, ლიგას ეს გუნდი ლიდერობს. თუმცა, ჩვენ მეტოქე კარგად ვიცნობთ“, – ციტირებს ზიდანის სიტყვებს ესპანური მედია.