„ბაიერნის” მწვრთნელს ჰანსი ფლიკს ერთი სული აქვს, როდის დაბრუნდება მაყურებელი ტრიბუნაზე. „რეკორდმაისტერის” თავკაცი ამბობს, რომ ყველაფერთან ერთად გულშემატკივრის ყიჟინა იმიტომაც უნდა, რომ მის გარეშე სულ უფრო და უფრო მკაფიოდ ისმის მეტოქეთა სათადარიგოთა სკამებიდან წამოსული აგრესია.

„დიახ, ახლა გაცილებით მეტი ისმის როგორც მოედნიდან, ასევე მეტოქის სათადარიგოთა სკამიდან და ეს კარგი მოსასმენი არ არის, — თქვა 55 წლის ფლიკმა, უმაყურებლო „ფეხბურთის აჩრდილის” შემოღებიდან შვიდი თვის თავზე, — ხანდახან, თავის შეკავებას ძალიან დიდი ძალისხმევა სჭირდება. ამიტომ, ყველასთვის კარგი იქნება, თუ მოწინააღმდეგის ბანაკს საერთოდ ვეღარ მოუსმენ”.