Haaland with super goals and Bayern loss: - It is lead heavyმიუნხენის „ბაიერნის“ მმართველობის ხელმძღვანელმა კარლ-ჰაინც რუმენიგემ განაცხადა, რომ ბავარიული კლუბი არ აპირებს „დორტმუნდის“ ნორვეგიელი შემტევის, ერლინგ ჰოლანდის შეძენას.

„ერლინგი მაგარი ფეხბურთელია. ნამდვილი მხეცი, გააქვს ბევრი გოლი და უპირობოდ იმსახურებდა Golden Boy-ის პრიზს. თუმცა, ის ჩვენ არ გვჭირდება, რადგან რობერტ ლევანდოვსკი გვყავს“, – ასეთია რუმენიგეს მოსაზრება.

უკვე ცნობილია, რომ Golden Boy-ის პრიზს 20 წლის ჰოლანდი აიღებს. შეგახსენებთ იმასაც, რომ ნორვეგიელი ავსტრიული „ზალცბურგიდან“ 2020 წლის იანვარში გადავიდა „დორტმუნდში.“ მაშინ მისი სატრანსფერო ფასი 20 მილიონი ევრო იყო. წლეულს კი ყველა ტურნირზე „დორტმუნდში“ 14 მატჩში ითამაშა და 17 გოლი გაიტანა. მას „დორტმუნდთან“ კონტრაქტი 2024 წლამდე აკავშირებს.