„ბარსელონასა“ და „იუვენტუსის“ შეხვედრის შედეგი ცოტა მოულოდნელი კი იყო, მაგრამ მხოლოდ მათთვის, ვისაც რეპორტაჟი არ უნახავს.
„ბარსას“ ცუდად არ უთამაშია. მხოლოდ მესიმ 11-ჯერ დაარტყა კარში. აქედან 7 დარტყმა კარის ჩარჩოში წავიდა, მაგრამ შვიდივე ჯიჯი ბუფონის ნადავლი გახდა. 43 წლის გოლკიპერმა ისე იფრინა, მესი ხუმრობით მატჩის მსვლელობისასვე სთხოვდა მაისურს.
არადა, ჩემპიონთა ლიგაში 2003 წლის შემდეგ არ მომხდარა, ფეხბურთელს კარში 7-ჯერ ზუსტად დაერტყას და მოედნიდან მაინც უგოლოდ გასულიყო. საინტერესოა, რომ „ბარსას“ ძირითადი შემადგენლობის 4 ფეხბურთელი 1997 წელს დაბადებული არც იყო, ჯიჯის კი „პარმასთან“ ერთად ჩემპიონთა ლიგაში პირველად ეთამაშა. მას შემდეგ ბუფონი მეოთხე ათწლეულია ლიგაშია (1990-იანები, 2000-იანები, 2010-იანები, 2020-იანები) და ყოველ ათწლეულში აქვს თითო „მშრალი“ მატჩი მაინც.
რადგან ეპითეტები აშკარად არაფრის მთქმელია, მხოლოდ აღვფრთოვანდეთ ჯიჯის ჯადოქრობით.